„ბაიერნი“ იანვარში ადეიემის გაიფორმებს #1TVSPORT
„ბაიერნი“ იანვარში ადეიემის გაიფორმებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ მუშაობს „ზალცბურგის“ 19 წლის ფორვარდის ქარიმ ადეიემის ტრანსფერზე და აპირებს მის გაფორმებას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, – იტყობინება Bayern& Germany.

აღნიშნავენ. რომ გერმანიის ჩემპიონის ხელმძღვანელობა აცნობიერებს ფორვარდის გაზრდილ პოპულარობას ბაზარზე. ამიტომაც, „ბაიერნის“ წარმომადგენლები აპირებენ გარიგება იანვარში დადონ და შემდეგ, ადეიემი იჯარით უკან „ზალცბურგში“ დააბრუნონ.

ამ სეზონში გერმანელმა ფეხბურთელმა ავსტრიის ბუნდესლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.