„ბაიერნი“ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ჩაერთო
„ბაიერნი“ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ჩაერთო

გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესებულია „ზალცბურგის“ ფორვარდის ერლინგ ჰოლანდის გაფორმებით.

ავტორიტეტული გამოცემა „კიკერის“ ინფორმაციით, მიუნხენელები 19 წლის ნორვეგიელს შორეულ პერსპექტივაში განიხილავენ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად. როგორც ირკვევა, „ბაიერნი“ უკვე რამდენიმე სეზონია აკვირდება პერსპექტიულ თავდამსხმელს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ნორვეგიელზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“და „იუვენტუსი“.

ჰოლანდი „ზალცბურგში“ „მიოლდედან“ გადავიდა ამა წლის იანვარში. ტრანსფერის თანხამ ხუთი მილიონი ევრო შეადგინა. ამ სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. ის ექვსი გოლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.