„ბაიერნი“ გრავენბერხს არ გაყიდის #1TVSPORT
„ბაიერნი“ გრავენბერხს არ გაყიდის #1TVSPORT

„ბაიერნმა“ გადაწყვიტა, არ გაყიდოს რაიან გრავენბერხი და ამის შესახებ ფეხბურთელს უკვე აცნობა. მიუნხენელები ელიან, რომ 20 წლის ფეხბურთელი შეძლებს მომავალ სეზონში თავისი პოტენციალის რეალიზებას, – წერს ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

უფრო ადრე გაჩნდა ინფორნაცია, რომ გრავენბერხით „ლივერპული“ ინტერესდება. პოტენციური გარიგება 30 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

გრავენბერხი „აიაქსიდან“ „ბაიერნში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. ამ სეზონში ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა 27 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.