„ბაიერნი“ გერმანიის თასის მფლობელია
„ბაიერნი“ გერმანიის თასის მფლობელია

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიაში დუბლი შეასრულა. ნიკო კოვაჩის გუნდმა ბერლინში გამართულ გერმანიის თასის ფინალში შანსი არ დაუტოვა „ლაიპციგს“ და თავის ისტორიაში მეცხრამეტედ მოიგო ეს ტურნირი.

პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და ეს მისი 190-ე გოლი იყო მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში. მან და კომანმა მეორე ტაიმში კიდევ თითოჯერ გაიტანეს და „ბაიერნმა“ 3:0 გაიმარჯვა.

ისტორიაში შევიდა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი – ის პირველია გერმანულ ფეხბურთში, ვინც „ბაიერნთან“ ერთად დუბლი შეასრულა როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, „ბაიერნმა“ 29-ედ გაიფორმა გერმანიის ჩემპიონის ტიტული.