ბაიერნი გარეტ ბეილის შეძენას გეგმავს
ბაიერნი გარეტ ბეილის შეძენას გეგმავს

მიუნხენის ბაიერნი ზაფხულში მადრიდის რეალისგან ფორვარდ გარეტ ბეილის შეძენას შეეცდება, – იტყობინება თიმთოქი (TeamTalk). 26 წლის უელსელის კონტრაქტი ესპანურ გუნდთან 2022 წლის 30 ივნისს იწურება.

გამოცემის ცნობით, ბაიერნი ბეილში ხედავს გარემარბების – არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის იდეალურ შემცვლელს. ეს ფეხბურთელები ზაფხულში დატოვებენ გუნდს.

მიმდინარე სეზონში ბეილს არ აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა რეალში. მან 35 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.