„ბაიერნი“ ფლორიან ვირტცის ოჯახს დაუკავშირდა და რეკორდულ ტრანსფერს ამზადებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნს“ სერიოზულად აქვს განზრახული „ლევერკუზენის“ ნახევარმცველის ფლორიან ვირტცის შეძენა.
გერმანელი ჟურნალისტის ფლორიან პლატენბერგის მონაცემებით, იყო რამდენიმე შეხვედრა ბუნდესლიგის ლიდერსა და ფეხბურთელის ოჯახს შორის.
აღნიშნავენ, რომ ამ მოლაპარაკებებში აქტიურად არიან ჩართულნი ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე და სწორედ მათ უნდა ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი მომავალ ტრანსფერში.
ვირტცსა და „ლევერკუზენს“ შორის კონტრაქტის გაგრძელება ჯერ შეთანხმებული არ არის. „ლევერკუზენში“ ჯერ ისევ დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ ფეხბურთელის შენარჩუნებას 2026 წლის ზაფხულამდე (მისი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში).
ვირტცისთვის ბრძოლაში „ბაიერნის“ მთავარი კონკურენტი „მანჩესტერ სიტია“, მაგრამ ფეხბურთელის ოჯახი მიუნხენში გადასვლისკენ იხრება.