„ბაიერნი“ ფილიპე კოუტინიოს იჯარის გაგრძელებას აპირებს
„ბაიერნი“ ფილიპე კოუტინიოს იჯარის გაგრძელებას აპირებს

მიუნხენის „ბაიერნი“ აპირებს შეინარჩუნოს ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, რომელზეც უფლებები „ბარსელონას“ ეკუთვნის.

ესპანური პრესის ინფორმაციით, გერმანიის ჩემპიონს ჩაფიქრებული აქვს 27 წლის ფეხბურთელის იჯარის ვადის გაზრდა იქამდე, სანამ 2019-20 წლების სეზონი არ დასრულდება.

„ბაიერნი“ ბრაზილიელის გამოყენებას გერმანიის თასის მატჩებსა და ჩემპიონთა ლიგაზე აპირებს, რომელიც აგვისტოში განახლდება.

აღვნიშნავთ, რომ აპრილის ბოლოს ფილიპე კოუტინიომ მარჯვენა ფეხის კოჭზე ოპერაცია გადაიტანა. აღდგენის პროცესი ექვს კვირას დაიკავებს.

ამ სეზონში კოუტინიომ ბუნდესლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.