„ბაიერნი“ ფილიპე კოუტინიოს არ დაიტოვებს
„ბაიერნი“ ფილიპე კოუტინიოს არ დაიტოვებს

„ბაიერნის“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, რომელზეც უფლებები „ბარსელონას“ ეკუთვნის, დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ, კატალონურ კლუბში დაბრუნდება, – ამის შესახებ გაზეთი „ბილდი“ წერს.

წყაროს ცნობით, თანხა, რომლითაც შეიძლება ბრაზილიელის გამოსყიდვა, 120 მილიონიდან 80 მილიონამდე დაეცა, მაგრამ თუნდაც ამის გათვალისწინებითაც, მიუნხენელებს არ სურთ ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვა, რადგან კოუტინიომ ვერ დაარწმუნა გერმანიის ჩემპიონის ხელმძღვანელობა საკუთარი თამაშით.

ბრაზილიელი „ბაიერნში“ გასული წლის ზაფხულში იჯარის წესით გადავიდა. 27 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.