„ბაიერნი“ ედუარდო კამავინგას ტრანსფერით ინტერესდება #1TVSPORT
„ბაიერნი“ ედუარდო კამავინგას ტრანსფერით ინტერესდება #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ სერიოზულად გეგმავს „რენის“ 18 წლის ნახევარმცველის ედუარდო კამავინგას შეძენას. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მიუნხენელები „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „არსენალს“ უსწრებენ.

ტიაგო ალკანტარას წასვლის შემდეგ, „ბაიერნმა“ ვერ იპოვნა მისი სრულფასოვანი შემცვლელი, ამიტომაც გერმანიის ჩემპიონს შეუძლია კამავინგას საკმარისი სათამაშო დრო მისცეს, – იტყობინება „ფრანს ფუტბოლი“.

ტრანსფერის შემთხვევაში, კამავინგა მეშვიდე ფრანგი იქნება „ბაიერნში“ ტანგი ნიანზუს, ლუკა ერნანდესის, ბენჟამენ პავარის, ბუნა სარის, კორენტენ ტოლისოსა და კინგსლი კომანის შემდეგ.

კამავინგას სატრანსფერო თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს.