„ბაიერნი“ „ბარსელონას“ რეკორდს მიუახლოვდა, ლევანდოვსკი კრიშტიანო რონალდოს რეკორდს დაემუქრა - რეკორდმაისტერის ზედიზედ მე-10 მოგების მთავარი ციფრები
„ბაიერნი“ „ბარსელონას“ რეკორდს მიუახლოვდა, ლევანდოვსკი კრიშტიანო რონალდოს რეკორდს დაემუქრა - რეკორდმაისტერის ზედიზედ მე-10 მოგების მთავარი ციფრები

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების მეორე ფინალისტი „ბაიერნი“ გახდა, რომელმაც 3:0 გაანადგურა ნახევარფინალში „ლიონი“. წარმოგიდგენთ მატჩის ყველაზე საინტერესო ფაქტებს.

 

* „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 42 გოლი აქვს. რეკორდი „ბარსელონას“ ეკუთვნის – 45 გოლი 1999-2000 წლების სეზონში. კატალონელებმა მაშინ 16 მატჩი ჩაატარეს, „ბაიერნმა“ კი ამ შედეგს 10 მატჩში მიაღწია.

* „ბაიერნი“ ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეთერთმეტედ გავიდა და გაუთანაბრდა ამ მაჩვენებლით „მილანს“. უფრო მეტი ფინალი მხოლოდ „რეალს“ ჰქონია – 16.

* „ბაიერნმა“ ფინალამდე 10-დან 10 მატჩი მოიგო, გაიტანა 42 გოლი და გაუშვა რვა. ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გუნდი ფინალამდე ყველა მატჩის მოგებით მივიდა. ეს 1992-93 წლების სეზონში შეძლო „მილანმა“ – მანაც 10-დან 10 მატჩი მოიგო, მაგრამ ფინალში დამარცხდა „მარსელთან“ (0:1).

* გერმანული და ფრანგული კლუბები მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალში. პირველად ეს 1976 წელს მოხდა. მაშინ „ბაიერნმა“ „სენტ ეტიენს“ 1:0 მოუგო.

* გერმანული კლუბი ბოლო შვიდ წელიწადში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

* სერჟ გნაბრი მეოთხე ფეხბურთელია ამ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელმაც თავისი გუნდის 10-ზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა. ასეთი მიღწევა აქვთ რობერტ ლევანდოვსკის, ერლინგ ჰალანდსა და კილიან მბაპეს.

* გნაბრი მხოლოდ მეორე გერმანელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. პირველი იყო თომას მიულერი, რომელმაც 2012-13 წლების სეზონში „ბარსელონას“ ორჯერ გაუტანა.

* მეორე ტაიმში „ლიონს“ შანსი არ ჰქონდა – „ბაიერნი“ 2013 წლის დეკემბრის შემდეგ არ აგებს ევროთასებზე, თუ პირველი ტაიმის შემდეგ მიჰყავს ანგარიში.

* სერჟ გნაბრისა და რობერტ ლევანდოვსკის წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ერთად 24 გოლი დაუგროვდათ. მათ მოხსნეს კრიშტიანო რონალდოსა და გარეტ ბეილის რეკორდი (2013-14 წლები სეზონი, 23 გოლი).

* რაიან შერკი – ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში. ორი დღის წინ, მას 17 წელი შეუსრულდა.

* რობერტ ლევანდოვსკიმ მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში. მას ცხრა თამაშში 15 გოლი აქვს. მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს გაუტანია ერთ გათამაშებაში უფრო მეტი: 17 გოლი 2013-14 წლების სეზონში, 16 – 2015-16 წლებში.

* ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეცხრე მატჩში გაიტანა და გაიმეორა რუუდ ვან ნისტელროის შედეგი. სარეკორდო სერია კრიშტიანო რონალდოს ჰქონდა – ზედიზედ 11 2018 წელს.

* გერმანელი მწვრთნელი ზედიზედ მეორედ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. შარშან, იურგენ კლოპის „ლივერპული“ გახდა გამარჯვებული, წელს კი გადამწყვეტ მატჩში თომას ტუხელის „პარი სენ-ჟერმენი“ შეხდება ჰანს-დიტერ ფლიკის „ბაიერნს“. ორივესთვის მომავალი ფინალი პირველია კარიერაში.