„ბაიერნი“ ალაბას შემცვლელად „ვილიარეალის“ ფეხბურთელს განიხილავს
„ბაიერნი“ ალაბას შემცვლელად „ვილიარეალის“ ფეხბურთელს განიხილავს

ვილიარეალის“ ცენტრალური მცველით, პაუ ტორესით არაერთი ევროპული ტოპ-კლუბია დაინტერესებული. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მიუნხენის „ბაიერნი“ აქტიურობს, რომელიც ესპანელ ფეხბურთელს დავიდ ალაბას შესაძლო შემცვლელად განიხილავს.

Sport 1-ის თანახმად, „რეკორდმაისტერესებს“ ტორესის შეძენა შემდეგი სეზონისთვის სურთ, რადგან უნდათ რომ ბოატენგს ახალი ცენტრალური მცველი შეუწყვილონ.

ალაბას სახით გუნდს მნიშვნელოვანი ფიგურა მოაკლდება და დაცვის ხაზის ეს ნაწილი რაც შეიძლება მალე უნდა შეავსონ. ბოლო დროს პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ავსტრიელი ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბს ზაფხულში დატოვებს და მადრიდის „რეალს“ შეუერთდება, შესაბამისად „ბაიერნს“ პაუს დამატება მალე უნდათ.

პაუ ტორესის გადაბირება გერმანელებს დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რაც „ვილიარეალის“ რეკორდი იქნება.

24 წლის ფეხბურთელის შეძენით ასევე დაინტერესებულები არიან „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“.