„ბაიერნი“ ახალ სეზონზე პირველ მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს
„ბაიერნი“ ახალ სეზონზე პირველ მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს

გერმანიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბუნდესლიგის მატჩებზე მაყურებლები დაუშვან, მაგრამ სტადიონის ტევადობის მხოლოდ 20 პროცენტი და 1.5 მეტრიანი დისტანციის დაცვით.

გამონაკლისი გერმანიის მოქმედი ჩემპიონი „ბაიერნი“ იქნება, რადგან მიუნხენში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულია და ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სტადიონებზე გულშემატკივრები დროებით ისევ არ შეუშვას.

ბუნდელიგის პირველი ტურის მატჩს „ბაიერნი“ ხვალ, 18 სექტემბერს „შალკეს“ წინააღმდეგ საკუთარ სტადიონზე გამართავს.