ბაჰრეინში ორიდან ოთხ წლამდე ბავშვებს შორის ოლიმპიადას მოაწყობენ
ბაჰრეინში ორიდან ოთხ წლამდე ბავშვებს შორის ოლიმპიადას მოაწყობენ

ბაჰრეინის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საბავშვო ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესახებ გამოაცხადა, – იტყობინება Inside the Games-ი.

ოლიმპიადის მონაწილეები იქნებიან ბავშვები ორიდან ოთხ წლამდე. ისინი ხუთ სახეობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს: მძლეოსნობა, ტანვარჯიში, ფეხბურთი, კალათბურთი და ძალოსნობა.

ორგანიზატორების ჩანაფიქრით, თამაშების მიზანია, ბავშვების ინფორმირება სპორტსა და ვარჯიშებზე, აგერთვე ოლიმპიური პრინციპებისა და ღირებულებების შესწავლა.

მძლეოსნობაში წარმოდგენილი იქნება ესტაფეტა, ბარიერების გადალახვა და 15 მეტრზე რბენა „თავისუფალი სტილით“.

ტანვარჯიში თავის თავში მოიცავს „თავისუფალ მოძრაობას“, ფეხბურთი – თავისუფალ დარტყმებს, კალათბურთი – თავისუფალ ტყორცნებს.

ორგანიზატორები ელოდებიან, რომ ოლიმპიადაში სპარსეთის ყურის ყველა ქვეყნის საბავშვო ბაღები მიიღებენ მონაწილეობას.