ბაჰრეინში ამერიკელი ადმირალი გარდაცვლილი იპოვეს
ბაჰრეინში ამერიკელი ადმირალი გარდაცვლილი იპოვეს

ამერიკელი ადმირალი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალებს მეთაურობდა, ბაჰრეინში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც პენტაგონში განაცხადეს, სკოტ სტერნი აშშ-ის მეხუთე ფლოტს ხელმძღვანელობდა. სამხედრო მაღალჩინოსნის ცხედარი მის რეზიდენციაში აღმოაჩინეს.

გამოძიებამ ვიცე-ადმირალის სიკვდილთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები ვერ აღმოაჩინა.

როგორც აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების მეთაური აცხადებს, ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის დეტალებს იკვლევს და ამერიკული მხარე მათთან მჭიდროდ თანამშრომლობს.