ბაჰრეინის გრანპრის მაყურებელი არ ეყოლება
ბაჰრეინის გრანპრის მაყურებელი არ ეყოლება

ფორმულა 1-ში ბაჰრეინის გრანპრი მაყურებლების გარეშე გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსი გახდა. მაყურებელთა უსაფრთხოების დასაცავად, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ 22 მარტის რბოლისას ტრიბუნები ცარიელი იყოს.

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბაჰრენის გრანპრი ჩატარდეს, როგორც ღონისძიება მხოლოდ მისი მონაწილეებისთვის.

მთელს მსოფლიოში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, მსხვილი სპორტული ღონისძიების საჯაროდ ჩატარება, როცა ათასობით ტურისტი და ადგილობრივი გულშემატკივრები ახლო კონტაქტში არიან ერთმანეთთან, არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. მაგრამ იმისთვის, რომ სპორტმა და გულშემატკივრებმა დიდი ზარალი არ ნახონ, სარბოლო უქმეები შედგება, როგორც სატელევიზიო მოვლენა”, – წერია ორგანიზატორთა განცხადებაში.

უფრო ადრე, კორონავირუსის გამო, გაურკვეველი ვადით ჩინეთის გრანპრი გადაიდო.