ბაჰრეინი საკუთარ მოქალაქეებს ირანისა და ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
ბაჰრეინი საკუთარ მოქალაქეებს ირანისა და ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

ბაჰრეინი საკუთარ მოქალაქეებს ირანისა და ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას სპარსეთის ყურის სამეფოს საინფორმაციო სააგენტო „ბიენეი“ ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნის გადაწყვეტილების მიზეზი რეგიონში არსებული არასტაბილური მდგომარეობა და პოტენციური საფრთხეა.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ირანსა და ერაყში გამგზავრებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს. იქ მყოფ მოქალაქეებს კი ქვეყნების დაუყოვნებელ დატოვებას ურჩევს.

რამდენიმე დღის წინ, ამავე ზომას მიმართა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, 15 მაისს ერაყის დედაქალაქი ამერიკელმა დიპლომატების ნაწილმა დატოვა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ირანის მხრიდან გარკვეული სახის საფრთხეს ელოდებიან, რის გამოც, რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.