ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანს“ სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანს“ სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანს“ სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ბაჰამის კუნძულების მთავრობა ვარაუდობს, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

დანგრეულია ათასობით სახლი, დატბორილია გზები და დამხმარე ნაგებობები. დაზიანებულია ადგილობრივი აეროპორტები, რის გამოც მოქალაქეების ევაკუაცია ვერ ხერხდება.

70 000 ადამიანს გადაუდებელი დახმარება სჭირდება. გაერო უკვე დაჰპირდა ბაჰამის კუნძულებს ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის ერთი მილიონი დოლარის გამოყოფას.

დღეს ქარიშხალი „დორიანი“ უკვე ფლორიდას გადაუვლის. საფრთხე ემუქრება ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას და ჯორჯიის შტატის მცხოვრებლებსაც.