ბაგრატ ნინიაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტატამს დაუბრუნდა 66კგ-ში მოასპარეზე ბაგრატ ნინიაშვილი და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა პოლონელი ვავრიჩჟეკი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

რამდენიმე წუთში შეჯიბრზე პირველ დაპირისპირებებს გამართავენ – გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე 60კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ).

აბუ დაბიში გამომსვლელი კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი გიორგი თუშაშვილი (66კგ) ტურნირს პირველ წრეში დაემშვიდობა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.