ბადრი ჯაფარიძე - არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ამნისტიის კანონპროექტში ჩანაწერი კონკრეტული ლიდერისთვის გაკეთდა
ბადრი ჯაფარიძე - არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ამნისტიის კანონპროექტში ჩანაწერი კონკრეტული ლიდერისთვის გაკეთდა

​ამნისტიის კანონპროექტზე ხუთშაბათს იქნება შეხვედრა, რათა ყველა განსხვავებაზე შევჯერდეთ, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ უპასუხა შეკითხვას ნიკა მელიას სადაო მუხლთან დაკავშირებით, რომ უნდა დაეთანხმოს ამნისტიას. დეპუტატის თქმით, კანონპროექტში არ უნდა არსებობდეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს არის კონკრეტული ლიდერისთვის ჩაწერილი.

„ხუთშაბათს იქნება სამუშაო შეხვედრა იმ იმედით, რომ პოზიციების დაახლოება მოხდეს ყველა იმ პოზიციაზე, სადაც განსხვავებაა. ყველა განსხვავებაზე უნდა შევჯერდეთ. შევთანხმდით, რომ შეხვედრა იქნება იმ მიზნით, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება და ეს განსხვავებები აღმოიფხვრას, როგორ მოხდება და მოხდება თუ არა შეთანხმება, ამის პროგნოზი რთულია.

ჩვენი პოზიცია ორ მუხლზე უნდა გავრცელდეს, შევეცდებით, რომ დავარწმუნოთ „ქართული ოცნება“, რომ ეს არის სწორი მიდგომა. არ უნდა არსებობდეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს არის კონკრეტული ლიდერისთვის ჩაწერილი, როგორმე მისი ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება მოხდეს, რომელიც შემდგომ კიდევ უფრო დამატებით პრობლემას შექმნის. ამიტომ, აქაც გვაქვს განსხვავებული პოზიცია, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გადაიდო. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა 27 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც, კანონპროექტი სხდომაზე გავა.

დატოვე კომენტარი