ბაჩო დოლიძე - ქალბატონ ლომჯარიას განცხადება კობახიძეზე აბსოლუტურად მესმის და ადეკვატურია, ვფიქრობ, კიდევ ფორმები შეარბილა
ბაჩო დოლიძე - ქალბატონ ლომჯარიას განცხადება კობახიძეზე აბსოლუტურად მესმის და ადეკვატურია, ვფიქრობ, კიდევ ფორმები შეარბილა

ქალბატონ ლომჯარიას განცხადება კობახიძეზე აბსოლუტურად მესმის და ადეკვატურია. ვფიქრობ, კიდევ ფორმები შეარბილა, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბაჩო დოლიძემ სახალხო დამცველის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც თქვა: „მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არც ერთ ქვეყანასთან დასავლეთში“.

„მთელი კლოუნადა კობახიძემ დაიწყო, როდესაც ომბუდსმენზე ილაპარაკა, რომლის განცხადებას და პოზიციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობოდა თავის განცხადებაში; ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ამხელა ინსტიტუციები გენდობა და ამ დროს კობახიძე გამოვა და იტყვის, რომ ეს ინსტიტუტია, რომელსაც ნდობა საერთოდ არ აქვს, პოლიტიკური კარიკატურა ხარ. სასაცილოც არ არის, სატირალია.

ქალბატონ ლომჯარიას განცხადება აბსოლუტურად მესმის და ადეკვატურია. ვფიქრობ, კიდევ ფორმები შეარბილა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

დატოვე კომენტარი