ბაჩანა არაბულმა უნგრეთში გოლი ისევ გაიტანა
ბაჩანა არაბულმა უნგრეთში გოლი ისევ გაიტანა

ქართველი ფეხბურთელი ბაჩანა არაბული უნგრეთში კარგად ათამაშდა და ახალ გუნდს, “ბალზამუივაროშს” ლიდერად მოევლინა.

უნგრეთის თასის მე-8 რაუნდში “ბალზამუივაროში” (სადაც კიდევ ერთი ქართველი, ირაკლი მაისურაძეც თამაშობს) “დუნაუივაროშს” ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

არაბული და მაისურაძე გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო არაბულმა მოგებაში მთავარი როლი შეასრულა.

23 წლის თავდამსხმელმა მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა. “დუნაუივაროშმა” მეორე ტაიმის 77-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. დამატებულ 109-ე წუთზე “ბალზამუივაროში” ადამ კოვაჩმა დააწინაურა, რომელიც მეკარესთან პირისპირ არაბულმა დატოვა.

ქართველების გუნდმა 121-ე წუთზე მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო, 3:1 გაიმარჯვა და თასის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.