ბაჩანა არაბულმა უნგრეთში  გაიტანა
ბაჩანა არაბულმა უნგრეთში გაიტანა

უნგრეთის უმაღლესი ლიგის მეცხრამეტე ტურში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა „პუშკაშ აკადემიმ“, რაშიც თავისი წვლილი ბაჩანა არაბულმაც შეიტანა. მეორეადგილოსან „მოლ ვიდთან“ ერთ-ერთმა აუფცაიდერმა, სტუმრად დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

პუშკაშ აკადემიმ“ მეტოქე 0:3 დაამარცხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი საქართველოს ნაკრების კანდიდატმა, ბაჩანა არაბულმა დააფიქსირა. ახალგაზრდა ქართველი შემტევი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, თავი კი 88-ზე გამოიჩნა. მან მეტოქის კარის ხაზთან ახლოს, კარგი პასი მიიღო და ბურთი კარში ერთი შეხებით გადაგზავნა. ეს ბაჩანა არაბულისთვის, უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლია.

ამავე ტურნირზე ოთხი გოლი აქვს გატანილი „უპიეშტის“ შემტევ გიორგი ბერიძეს.

ამ გამარჯვების შემდეგ არაბულის გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა და 24 ქულით გასავარდნ ზონას საგრძნობლად დაშორდა.