ბაჩანა არაბულმა „გიონგნამი“ დატოვა, – 30 წლის ქართველ ლეგიონერზე ინფორმაციას სამხრეთკორეული კლუბი ავრცელებს.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფორვარდი „გიონგნამში“ 2024 წლის დასაწყისში გადავიდა. კლუბში ჩატარებულ 26 შეხვედრაში მან 9 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის დასრულების შემდეგ კი კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა.
„საბურთალოს“ აღზრდილს საქართველოში უთამაშია გორის „დილაში“, „დინამო თბილისსა“ და „სამტრედიაში“. შემდეგ კი 6 ქვეყნის 8 გუნდის ფორმა მოირგო.
არაბულს უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. 2017-2019 წლებში მას ეროვნულ ნაკრებშიც იწვევდნენ, რომლის რიგებშიც 7 მატჩი ჩაატარა.