ბაჩანა არაბული საბერძნეთში ითამაშებს
ბაჩანა არაბული საბერძნეთში ითამაშებს
ბაჩანა არაბული „პანიონიოსში“ ითამაშებს. 25 წლის თავდამსხმელმა საბერძნეთის სუპერლიგის გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას „პანიონიოსის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
 
„მიხარია, კარიერის „პანიონიოსში“ რომ გავაგრძელებ. ჩემთვის ეს ახალი გამოცდილებაა და ველოდები, ახალ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს როდის შევუერთდე. ვიცი, ისტორიულ კლუბში მოვხვდი და მართლა მეამაყება, რომ მის მაისურს მოვირგებ და კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდები. ვფიქრობ, კარგი სეზონი გვექნება. შევეცდები, გუნდს მიზნების განხორციელებაში დავეხმარო“, – განაცხადა პრეზენტაციაზე ბაჩანა არაბულმა, რომელიც ახალ გუნდს მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდება.
„საბურთალოს“ გაზრდილი ფეხბურთელი ევროპაში 2017 წელს გაემგზავრა და უნგრულ კლუბებში – „ბალმაზუივაროშსა“ და „პუშკაშის აკადემაში“ თამაშობდა. არის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც 5 თამაში ჩაატარა.