ბაადურ ჯობავას წარმატება გაერთიანებულ საემიროებში
ბაადურ ჯობავას წარმატება გაერთიანებულ საემიროებში

ბრწყინვალედ იასპარეზა ქართული ჭადრაკის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში დასრულებულ უძლიერესთა საერთაშორისო ტურნირზე. ცხრა შესაძლებლობიდან მან შვიდ პარტიაში გაიმარჯვა და მხოლოდ ორ შეხვედრაში დაზავდა მეტოქესთან. აღსანიშნავია აგრეთვე ქართველი დიდოსტატის 33 სარეიტინგო ქულის მატება და ტურნირში ნაჩვენები მაღალი რეიტინგ-პერფომანსი.

გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა უზბეკი ნოდირბეკ იაკუბოევი, ხოლო მესამე ადგილზე 6,5 ქულით ირანელი პარჰამ მაგსუდლუ გავიდა.

ასპარეზობის მეორე ქართველმა მონაწილემ ლუკა პაიჭაძემ 5,5 ქულა დააგროვა და 23-ე ადგილი დაიკავა.