აზოვის ზღვაში დაძაბულობის გამო, დანია ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისკენ მოუწოდებს
აზოვის ზღვაში დაძაბულობის გამო, დანია ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისკენ მოუწოდებს

აზოვის ზღვაში შექმნილი დაძაბულობის გამო, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ანდერს სამუელსენის განცხადებით, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ევროკავშირს შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონდეს.

დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 29 იანვარს ქალაქ მარიუპოლს ესტუმრება და უკრაინელ კოლეგას, პავლო კლიმკინს შეხვდება.

უკრაინა იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა 31 იანვარს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი წერს, რომ გასული წლის ნოემბერში, 24 უკრაინელი მეზღვაურის დაკავებასთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაში ევროკავშირი რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის.

დატოვე კომენტარი