ვაკო ყაზაიშვილი აზიის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურის კანდიდატებში #1TVSPORT
ვაკო ყაზაიშვილი აზიის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურის კანდიდატებში #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილი აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ გუნდში მოხვედრის კანდიდატებში მე-5 ადგილზეა. ასეთია აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის ამჟამინდელი შედეგები.

ორგანიზაციამ გამოკითხვა ჯერ მეკარისა და მცველების გამოსავლენლად გამართა, ახლა კი გულშემატკივრებს რჩეული ნახევარმცველების შესარჩევად 10 ნომინანტი შესთავაზა, რომელთა შორისაც საქართველოს ნაკრებისა და სამხრეთ კორეული „ულსანის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველიც დაასახელა.

ვალერი ყაზაიშვილი – „ულსანი“.

3 გოლი

12 დარტყმა

გადაცემის სიზუსტე 89%

„კორეის ლიგის გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელის უნარებზე ყველაფერი იციან – ის მეტოქეებთან ბრძოლისადმი ჟინით, დრიბლინგისა და აზრიანი თამაშით გამოირჩევა. ეს აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაამტკიცა. შეასრულა 12 წარმატებული დრიბლინგი, განსაკუთრებით აღსანიშნავია მეხუთე ტურში „ვეტელთან“ გოლი, რომელიც შესანიშნავი სოლო-რეიდის შემდეგ გაიტანა. საოცრად სანახაობრივი ფეხბურთის გარდა, ყაზაიშვილმა შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია – ორი საგოლე პასი, 7 შექმნილი საგოლე მომენტი, 208 პასი 89%-იანი სიზუსტით, პლუს 3 გოლი“, – წერია აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ჯგუფურ ეტაპზე კორეულმა „ულსანმა“, რომელიც ტურნირის მოქმედი გამარჯვვებულია, 6 შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში 14 სექტემბერს „კავასაკის“ შეხვდება. პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით „პერსეპოლის“ მოთამაშე მეჰდი ტორაბი დაწინაურდა, რომელსაც თითქმის 93,52 % უჭერს მხარს, მეორეზე აბდულა ოტაიფია „ალ ჰილალიდან“ (4,6%), ხოლო ყაზაიშვილმა ჯერ 0,28 პროცენტით მხოლოდ მე-5 პოზიციაზეა, რაც სიმბოლურში მოსახვედრად არასაკმარისია.

გამოკითხვაში მონაწილეობა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველისთვის ხმის მიცემა აქ შეგიძლიათ.