აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ყაზაიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „ულსანმა“ ტაილანდური გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ტაილანდურ „პატუმ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა.
ქართველი შემტევი სამხრეთკორეული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მისი თამაში 7.4 ქულით შეფასდა.
მატჩის გმირი მარტინ ადამი გახდა, რომელმაც ჰეთთრიქი (28, 73, 78) შეასრულა და „ულსანის“ გამარჯვება განაპირობა. მესამე გოლი უნგრელმა თავდამსხმელმა ვაკო ყაზაიშვილის გადაცემის შემდეგ გაიტანა. ბოლოს თავის გამოჩენა ვაკოსაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა მომენტით ვერ ისარგებლა.
ტაილანდური გუნდის გარდა, „ულსანის“ მეტოქეები იაპონური „კავასაკი“ და მალაიზიური „ჯოჰორ დარულია“ არიან. პირველ ტურში ამ ორი გუნდის შეხვედრაში იაპონელებმა 1:0 გაიმარჯვეს.