აზიის ჩემპიონთა ლიგა „ალ-აჰლიმ“ მოიგო #1TVSPORT
აზიის ჩემპიონთა ლიგა „ალ-აჰლიმ“ მოიგო #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-აჰლი“ ზედიზედ მეორედ გახდა აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ფინალში მან დამატებით დროში 1:0 დაამარცხა იაპონიის „მატიდა ზელვია“. შეხვედრა ჯიდაში, „კინგ აბდალა სპორტს სიტის“ სტადიონზე გაიმართა.

ძირითად დროში გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს. დამატებით დროში ერთადერთი გოლი ფირას ალ-ბურაიკანის ანგარიშზეა. მან 96-ე წუთზე გამოიჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ ზაკარია ჰავსავის გაძევების გამო „ალ-აჰლი“ 68-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდა.