„აზერისპორტი“ - „ზირა“ ქართველ თავდამსხმელს შეუთანხმდა
„აზერისპორტი“ - „ზირა“ ქართველ თავდამსხმელს შეუთანხმდა
აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი „ზირა“ „გაბალის“ თავდამსხმელ დავით ვოლკოვთან მოილაპარაკა და ფაქტობრივად, მისი ტრანსფერი შეთანხმებულია – ინფორმაციას გამოცემა „აზერისპორტი“ ავრცელებს..
 
გამოცემის მტკიცებით, მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში ზამთრის მოსამზადებელ ეტაპამის დაწყებამდე გადავა.
„ჯერჯერობით არ არსებობს კონკრეტული გადაწყვეტილება, რადგან ვოლკოვის ტრანსფერი სხვა შესაძლო წინადადებებზეა დამოკიდებული. ვოლკოვით ასევე დაინტერესებულია ბაქოს „კეშლა“, მაგრამ ამ ტრანსფერის ალბათობა, „ზირას“ შეთავაზებასთან შედარებით ნაკლებად სავარაუდოა“ – წერს „აზერისპორტი“.
დატოვე კომენტარი