აზერბაიჯანული მედიის მტკიცებით, „ყარაბაღს“ ზივზივაძე შესთავაზეს #1TVSPORT
აზერბაიჯანული მედიის მტკიცებით, „ყარაბაღს“ ზივზივაძე შესთავაზეს #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ, შესაძლოა, კარიერა აზერბაიჯანში გააგრძელოს – საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და უნგრეთის „ფეჰერვარის“ თავდამსხმელზე ინფორმაციას „აზერისპორტი“ ავრცელებს.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღდამის „ყარაბაღს“ ქართველი თავდამსხმელი შესთავაზეს. თუმცა, მოლაპარაკებები ამ დრომდე არ ყოფილა. ამ დროისთვის უცნობია, დაინტერესებულია თუ არა აზერბაიჯანის ჩემპიონი 28 წლის ზივზივაძით“, – ასეთი, საკმაოდ უცნაური ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანულმა გამოცემამ.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში „ფეჰერვარის“ ფორმით 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა. აზერბაიჯანის „ყარაბაღი“ კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში გავიდა, სადაც ჩეხურ „ვიქტორიას“ შეხვდება. მატჩები 16/17 და 23/24 აგვისტოს გაიმართება.

დატოვე კომენტარი