აზერბაიჯანში ვოლკოვმა და გიგაურმა გაიტანეს
აზერბაიჯანში ვოლკოვმა და გიგაურმა გაიტანეს

აზერბაიჯანის პრემიერლიგის ტურში თავი ორმა ქართველმა ფეხბურთელმა გამოიჩინა. მერაბ გიგაური გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა, დავით ვოლკოვის გოლით კი მისმა გუნდმა ქულა გადაარჩინა.

მე-15 ტურში „გაბალამ“ აუტსაიდერ „კეშლას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი შორეული ეფექტური დარტყმით 27 წლის გიგაურმა აიღო და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე პირველი გოლი ჩაიწერა.

ვოლკოვმა კი „ზირაში“ გაიტანა, რომელმაც შინ „საბაჰს“ უმასპინძლა და მატჩი 2:2 დაასრულა. სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ და „ზირამ“ წონასწორობა ორჯერ აღადგინა. პირველად „საბაჰის“ კარი მე-80 წუთზე ვოლკოვმა გაიტანა, რომელმაც 15 მატჩში უკვე 6 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა ექვსეულშია.

15 ტურის შემდეგ „ზირა“ 24 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „გაბალამ“ 18 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიციას იკავებს.