აზერბაიჯანში ვადამდელი არჩევნების შედეგად, მმართველი პარტია მილი მეჯლისში 70 მანდატს მიიღებს

19:02, 10.02.2020

აზერბაიჯანში გამართული ვადამდელი არჩევნების შედეგად, მმართველი პარტია მილი მეჯლისში 125-დან 70 მანდატს მიიღებს.

აზერბაიჯანის ცესკო-ს მონაცემებით, მათ უკვე მიიღეს მონაცემები 125-ივე ოლქიდან და ამ მონაცემებზე დაყრდნობით პარტია „ენი აზერბაიჯანი“ (ახალი აზერბაიჯანი) გამარჯვებულია და მილი მეჯლისში უმრავლესობას ფლობს.

შეგახსენებთ, რომ ვადამდელი არჩევნები აზერბაიჯანში 9 თებერვალს გაიმართა. ქვეყნის ცესკო-ს 20 დღე აქვს საჩივრების განხილვისთვის. ამის შემდეგ საბოლოო ოქმი გაეგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოს და 10 დღის ვადაში დამტკიცდება.

მსგავსი