აზერბაიჯანში სეზონი ნაადრევად დაასრულეს - გიგაურის გუნდი ლიგიდან არ გააგდეს
აზერბაიჯანში სეზონი ნაადრევად დაასრულეს - გიგაურის გუნდი ლიგიდან არ გააგდეს

აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციაში აღმასკომის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა, სადაც აზერბაიჯანის პრემიერ ლიგასა და თასის გათამაშების ნაადრევად დასრულება გადაწყდა – ეს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიიღეს.

შედეგად, ადგილები არსებული მდგომარეობით „ყარაბაღი“ ჩემპიონად გამოცხადდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ხოლო ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანს წარმოადგენენ „ნეფთჩი“, „კეშლა“ და „სუმგაიტი“.

ამავე დროს, გადაწყდა, რომ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს ბოლოადგილოსანი „გაბალა“, სადაც მერაბ გიგაური თამაშობს. მასთან ერთად გუნდში დავით ვოლკოვი ირიცხებოდა, მაგრამ ზამთარში „ზირაში“ გადავიდა.

დატოვე კომენტარი