აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 1 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 1 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი

ბოლო 24 საათში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 617 შემთხვევა გამოვლინდა, 1 979 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 22 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

27 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 584 121 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 549 333 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 789 კი, გარდაიცვალა.