აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 993 შემთხვევა გამოვლინდა, 646 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 993 შემთხვევა გამოვლინდა, 646 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 993 შემთხვევა გამოვლინდა, 646 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

15 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსის 368 002 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 338 925 პაციენტი გამოჯანმრთელდა.