აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 508 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 508 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 508 შემთხვევა გამოვლინდა, 4 076 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 37 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

9 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 455 044 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 401 300 პაციენტი გამოჯანმრთელდა.