აზერბაიჯანში ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაიღუპა

11:06, 14.11.2018

აზერბაიჯანში ხანძარს ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, ცეცხლი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთ კერძო სახლში გაჩნდა.

„ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ნაპოვნია 28 წლის სევინაჯ ტაგიევას და მისი 4 ბავშვის ცხედარი. ბავშვების ასაკი 11, 8, 6 და 1 წელია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო.

მსგავსი