ბაქოში ილჰამ ალიევისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს ​
ბაქოში ილჰამ ალიევისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს ​

ბაქოში უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის  შეხვედრა დაიწყო. ილჰამ ალიევმა ვლადიმირ ზელენსკი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმირ ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვსაც შეხვდება. ასევე, მონაწილეობას მიიღებს უკრაინა-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმში.