აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 154 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 154 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 146 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 154 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში გამოვლენილია ინფიცირების 39 188 შემთხვევა, მათ შორის, 36 755 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 575 გარდაიცვალა.