აზერბაიჯანმა ყარაბაღში დაკავებული სამი სომეხი სამხედრო გაათავისუფლა
აზერბაიჯანმა ყარაბაღში დაკავებული სამი სომეხი სამხედრო გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში დაკავებული სამი სომეხი სამხედროს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გამოძიებით ვერ დადგინდა მათი დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობა, მათ შორის ოპერაციებში, რომლის დროსაც დაჭრეს ან მოკლეს აზერბაიჯანელი სამხედროები ან სამოქალაქო პირები, – წერს მედია.

მოგვიანებით, სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ერებურნის“ აეროპორტში დაეშვა რუსი სამხედროების თვითმფრინავი, რომლითაც აზერბაიჯანიდან სომხეთში სამი გათავისუფლებული სომეხი ჯარისკაცი დაბრუნდა.