აზერბაიჯანმა სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა
აზერბაიჯანმა სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა

აზერბაიჯანმა სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „რეპორტი“ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამშობლოში სამხედრო ტყვეების დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სომხური მედიაც.

არსებული ცნობებით, ეს პირები მიმდინარე წლის 16 ნოემბერს აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის მომხდარი სასაზღვრო დაპირისპირებისას დააკავეს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საპასუხოდ, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს დანაღმული ველების შესახებ რუკების ნაწილი გადასცა.

„მადლობას ვუხდით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შუამავლობისთვის, რომელიც რუკების გადაცემის პროცესში განახორციელეს მათ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი