აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია

01:33, 29.09.2020

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, განცხადება პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგიახლიმ გააკეთა. მისი თქმით, აზერბაიჯანის არმიის ავიაციის შენაერთები მუშა მდგომარეობაშია.

მსგავსი