აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელ ჯარისკაცების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელ ჯარისკაცების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მყოფი აზერბაიჯანელი ჯარისკაცების პოზიციებს.

როგორც აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყების განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ინციდენტი ქელბაჯარის რაიონში მოხდა.

ბაქოს ცნობით, სროლის შედეგად დაშავებულები არ არიან.

აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ ორი ქვეყნის საზღვარზე სიტუაციის დესტაბილიზაციას სომხეთი ახდენს და ამას მიზანმიმართულად, სომხეთში დაგეგმილი არჩევნების წინ აკეთებს.

მანამდე სომხეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ სომეხ ჯარისკაცებს ცეცხლი აზერბაიჯანელებმა გაუხსნეს.