აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები ფრონტის გასწვრივ გრძელდება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები ფრონტის გასწვრივ გრძელდება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები ფრონტის გასწვრივ გრძელდება. კერძოდ, დაპირისპირება მიმდინარეობს აღდამის, ფიზული-ჯებრაილისა და ზანგილანის მიმართულებებზე.

როგორც აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე, მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან გახსნეს ცეცხლი. აზერბაიჯანის არმიის იერიშის გამო კი გუბადლის მიმართულებით, სომხურ მხარეს დანაკარგებია.