აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ რამდენიმე რაიონის დაბომბვის შესახებ იუწყება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ რამდენიმე რაიონის დაბომბვის შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ევლახის, გერანბოისა და ბეილაგანის რაიონები დაბომბეს.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის არმია საარტილერიო ცეცხლს ხსნის კომპაქტურ დასახლებებზე, რის გამოც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებათ ადგილობრივ მცხოვრებლებს.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი გაიხსნა სოფელ ბეიუკბეილის მიმართულებითაც.