აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს
აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს. აზერბაიჯანის ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ 125-ადგილიან მილი მეჯლისში სულ მცირე 65 მანდატს მიიღებს. ამჟამად დათვლილია ბიულეტენებია 87 პროცენტი.

აზერბაიჯანის ცესკო-ში უახლოეს საათებში გაიმართება ბრიფინგი, სადაც არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებენ.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 9 თებერვალს გაიმართა.