აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთის ელჩი დაიბარეს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთის ელჩი დაიბარეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„2020 წლის 14 ივლისს საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა ვანდალიზმის სამიზნე გახდა. ეს ვანდალიზმის აქტი, სავარაუდოდ, სომხეთის ახალგაზრდული რადიკალური ორგანიზაციის წევრებმა ჩაიდინეს. ის ტერორის ელემენტებს შეიცავს და არღვევს ვენის 1961 წლის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“, – წერს გამოცემა „ტრენდი“.

საფრანგეთის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში მომხდართან დაკავშირებით დაიბარეს.