აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაღმების რუკების სანაცვლოდ, სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლეს

22:59, 03.07.2021

ნაღმების რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე სამხედრო პირი გაათავისუფლა.

ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ინიციატივით, სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს​ ფიზულინისა და ზანგილანის რაიონში განთავსებული 92 ათასი ნაღმის რუკები გადასცა.

სომხეთის მხრიდან ჰუმანური ნაბიჯის სანაცვლოდ, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის 15 მოქალაქის ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

მსგავსი