აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს

00:51, 03.10.2020

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის არმიას სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვაში და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2 ოქტომბრის შუადღის შემდეგ, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო და სარაკეტო იერიშები განახორციელეს აზერბაიჯანის შამქორის, თოვუზისა და ბარდას რეგიონების წინააღმდეგ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ მხარეს კიდევ ერთხელ სდებს ბრალს ტაქტიკური რაკეტის, „ტოჩკა უ“-ს გამოყენებაში.

ბაქოში ამბობენ, რომ სომხეთი კონფლიქტის მოლაპარაკების გზით დარეგულირებით დაინტერესებული არ არის და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ცდილობს.

მსგავსი